„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი ვაჟას მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას“,- წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.