უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

"კერძოდ, 29 იანვრის 23:00 საათიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება ალექსიძის ქ. N5 და N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად შეიზღუდება, რის გამოც, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას ლევან ალექსიძის ქუჩის გამოყენებით ვეღარ შეძლებენ.

შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.