გვარამია ელენე ხოშტარიას და ოთო კახიძეს:ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება სამარცხვინოა!

1559108829
"შალვა შავგულიძის ფანი არ ვარ, ნათელია ალბათ. მარა მათიკაშვილის და ზარდიაშვილის მხრიდან მის გინებაზე გული მერევა." - "რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ევროპული საქართველოს" წევრებს, ელენე ხოშტარიას და ოთო კახიძეს ეხმაურება.
"ერთადერთი, მეგობრებო ევროპული საქართველოდან, Helen Khoshtaria, სისტემის წინააღმდეგ იბრძოდა შავგულიძე, ეს რა ვორდინგია?
ვინ იყო, უკაცრავად და, სისტემა (რეჟიმის კონოტაციით, იმიტომაც დამამახსოვრდა სიტყვა რეჟიმი, არაზუსტად)? ამ ქვეყნის საუკეთესო მთავრობა მთელი მისი ისტორიის მანძილზე? და ზურა ადეიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება, შეცდომების დამშვების, კი ბატონო, მაგრამ საუკეთესო საჯარო მოხელის საქართველოს ისტორიაში, ასევე ძალიან სამარცხვინო მგონია. მანდვე გიზით ადეიშვილისავე ყოფილი მოადგილე Oto Kakhidze და იმას კითხეთ, თუ არ გსმენიათ. ან გირგვლიანის საქმეზე რაღა ადეიშვილს მიახტით? ცოტა სხვაგან ხო არ იწყება ეგ ამბავი, შემთხვევით?
არ ღირს არც მთაწმინდის და არც სხვა რომელიმე არჩევნები ისტორიის უსამართლო რევიზიად, ტეხავს და ქოცობაა." - წერს ნიკა გვარამია.