ნაძალადევის რაიონის გამგეობა საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობას განაგრძობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გუდამაყრის შესახვევი, N2 საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. 1250 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბრტყელი სახურავი იცვლება, 200 გრძივ მეტრზე კი წყალსაწრეტი მილები კეთდება.
პარალელურად იცვლება წყალარინების, ჯამში, 330 გრძივი მეტრი ქსელი. მონტაჟდება 41 საკომუნიკაციო ჭა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური ასფალტის საფარს დააგებს.
8-სართულიან კორპუსში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი პირობები სამასამდე ოჯახს გაუუმჯობესდება.
გუდამაყრის შესახვევი, N2 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 213 340 ლარია გათვალისწინებული.