ვაკის რაიონის გამგეობა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებას განაგრძობს. ამჟამად, აღნიშნული სამუშაოები ვაჟა-ფშაველას III კვარტალში მიმდინარეობს. 

კერძოდ, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N22ბ კორპუსში ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტის განახლება, N1ბ კოპუსში კი სახურავის რეაბილიტაციის და წყალსაწრეტი მილების მონტაჟის პროექტი ხორციელდება. რაც შეეხება გარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, N23 კორპუსთან მოეწყო სანიაღვრე ქსელი და მიმდინარეობს საგზაო სამუშაო, გზის საფარის განახლება, ასევე, N21 კორპუსთან მიმდინარეობს. გარდა ამისა, N18 კორპუსთან გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N7 კორპუსთან კი სკვერი კეთილმოეწყობა.

სარეაბილიტაციო პროექტებზე სასაუბროდ ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან გიორგი ტყემალაძესა და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.