ლაზარეს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. გული მეკუმშება ისე ძალიან მიყვარს და მენატრება, ვამაყობ მისით, - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე.

„ის საქმე ვერ მტკიცდება, ამიტომ ამოქექეს სხვა საქმე, რომელიც ორი წლის წინანდელია, რომლითაც დროს მოიგებენ. ლაზარე ამოიჩემეს და ასე უნდათ ერთი ბიჭის დასჯა, რომ მერე სხვებმა არ იაქტიურონ, უნდა ჩააქრონ ეს მზე ამ ბავშვებში.

ლაზარეს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. გული მეკუმშება ისე ძალიან მიყვარს და მენატრება, ვამაყობ მისით. მინდა ძლიერი იყოს, არ გატყდეს, გაუმკლავდეს ყველაფერს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,- აცხადებს შაბათის ფორმულასთან ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე. 

ცნობისთვის, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

ბექა გრიგორიადისმა 19 მაისს  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. "ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს და თუ საჭირო გახდა, დღეს მე შევეწირები. ხალხს მობეზრდა წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ ის 90%-ი ვისაც ევროპა გვინდა. 26-ის მერე მე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ, გამორიცხულია ეს“

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.