17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რუსთავში 9:00 საათზე გაიმართება ლოცვითი მსვლელობა გმირთა მოედნიდან იუსტიციის სახლამდე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი. შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

ამასთან დაკავშირებით, ქალაქ რუსთავშიც, 9:00 საათზე გაიმართება ლოცვითი მსვლელობა გმირთა მოედნიდან  იუსტიციის სახლამდე, საიდანაც მონაწილეები ავტობუსებით  შეუერთდებიან თბილისში, ქაშუეთთან დაგეგმილ მთავარ ღონისძიებას““, – აღნიშნულია ინფორმაციაში.