"მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდ პერიოდს დამემთხვა, ჩემი უნივერსიტეტში ჩაბარება.  მამაჩემი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. როდესაც  თბილისში დაიწყო სამოქალაქო ომი, მამაჩემი იყო ბუნკერში. ანუ ის პერიოდია, როცა მამაჩემი უნივერსიტეტში უკვე ხალხის მტრად და მოღალატედ ითვლებოდა, ჩემთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო." - ასე იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს ჩვენთან ინტერვიუში ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.

რუბრიკაში "ამბები ადამიანებზე" გიორგი კალანდიას ინტერვიუს სრულ ვერსიას ხვალ წაიკითხავთ.

 თუმცა უნდა ვთქვა, რომ მაშინ ძალიან გვერდით დამიდგა მაშინდელი უნივერსიტეტის რექტორი  როინ მეტრეველი და შემდეგში აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, აი, შეხედეთ ახლაც მისი სურათი მაქვს ოთახში. არ მეგულება სტუდენტი, რომელიც თავისი მასწავლებლის სურათს ინახავს ოთახში, მაგრამ ამ ადამიანებმა ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის. თუმცა,  თავიდან იყო ფრთხილი დამოკიდებულება.

ანუ გამოცხადებული იყავი ხალხის მტრის შვილად?

კი, ერთხელ მახსოვს,ხშირად ვყვები ამ ამბავს ჩემს მეგობრებთან, კიბეებზე ავდიოდი უნივერსიტეტში და ერთ-ერთი ლექტორი შემხვდა, არ ვიტყვი მის სახელს და გვარს, მითხრა - შენ ხალხის მტრის შვილი ხარო.

ისევ ასწავლის ეს ადამიანი უნივერსიტეტში?

კი, ახლაც ასწავლის. არაფერი მითქვამს მაშინ, იმიტომ რომ ეს მაშინ ჩვეულებრივ მოვლენასავით იყო. ზვიადისტები, ხალხის მტრები და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ამას იძახდა ის ხალხი, რომლებიც ახლა მორალს გვიკითხავს და გვასწავლის, როგორ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი და ინფანტილურები, მაგრამ არაუშავს, ეს ცალკე თემაა. როინ მეტრეველი, მერე აკადემიკოსი  მარიამ ლორთქიფანიძე - ამ ორმა ადამიანმა ყველაზე მეტად გამიღვივა ინტერესი საქართველოს ისტორიისადმი და ბოლომდე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაზეც ვოცნებობდი... ბევრი ამთავრებს ისტორიულს და შემდეგ სხვაგან ეძებს თავს და მე არა, იმიტომ რომ  მარიამ ლორთქიფანიძე და როინ მეტრეველი არიან  ის ადამიანები, რომლებმაც განსაზღვრეს ის, რასაც ვაკეთებ და ეს იყო მათი დიდი დამსახურება.