ხელოვნების სასახლის და მისი გუნდის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება! დღეს ჩვენმა მუზეუმმა ამერიკის საელჩოს გრანტი მოიგო, რომელიც მილიონამდე ლარს მოიცავს და ზუგდიდში დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაციას მოხმარდება... ეს სასიხარულო ამბავი საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მუზეუმში დღევანდელი ვიზიტის დროს გაჟღერდა... - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს. 

"ეს არის ხელოვნების და ზუგდიდის დადიანების სასახლეების მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის შედეგი, საქართველოს მუზეუმებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრობის, გამოცდილებების გაზიარების და პროფესიული ალიანსის რეზულტატი... კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის ნაყოფი... ვულოცავ მთელ გუნდს, განსაკუთრებით ზუგდიდის დადიანების სასახლეების მუზეუმის დირექტორს დავით ოყუჯავას, მის შესანიშნავ კოლექტივს, ვემადლიერები ხელოვნების სასახლის პროფესიონალებს დიდი შრომისათვის, რომელმაც ეს შედეგი დადო... მადლობა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს, აშშ-ს საელჩოს წარმომადგელელს კრის ანდერსონს, საელჩოს თანამშრომელს თაკო რთველიაშვილს... ყოველი მათგანის თანადგომამ განაპირობა პროექტის გამარჯვება! მადლობა ქალბატონ კელი დეგნანს თბილი სიტყვებისა და კეთილგანწყობისათვის!" - წერს გიორგი კალანდია "ფეისბუკში"