გაფრთხილებდით ყველას… ნოემბერი მოდისო… სამწუხაროდ, მძიმე ზამთარი გველოდება.
 ევროპაში კი ყველაზე “სტაბილური” სიტუაცია იქნება. - ამის შესახებ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

"გაფრთხილებდით ყველას… ნოემბერი მოდისო… სამწუხაროდ, მძიმე ზამთარი გველოდება.
 ევროპაში კი ყველაზე “სტაბილური” სიტუაცია იქნება.
 საქართველო ასტროლოგების და მაგების ხელშია და ჯადოებით დაიცავს თავს

აბა, მოიმარაგეთ თილისმები, ბალახები, მაგიური თოჯინები და მისტიური ქვები. ვაქცინებს არ შეეხოთ, ეს ხომ ეშმაკისეულია….. მართლა უცნაური ქვეყანაა. უმრავლესობას სჯერა მკითხავების, ჯადოების, ნათელმხილველების, ასტროლოგების და მეცნიერულ საკითხებში “ავტორიტეტები” არიან მსახიობები, მომღერლები, მოდელები. მეცნიერები, პროფესორები და ზოგადად, მეცნიერება არის მიუღებელი (უფრო გაუგებარი)…… რაღაცნაირ უკუღმართ შუა საუკუნეებში ვართ…
 საღი აზრი ყოველდღე მცირდება… საითკენ მივდივართ?! ეს გზა აშკარად ტაძრამდე არ მიგვიყვანს…"