სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან ბადრი ქუთელიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.
გაზიფიცირების სამუშაოები სოფელ უშაფათში, ლეგოგინესა და ლეკოკაიეში აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 1 604 324 ლარია. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
გაზიფიცირების სამუშაოები ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაფინანსებით მიმდინარეობს.
გაზგაყვანილობის ქსელის სამშენებლო სამუშაოები, ასევე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.