ხელოვნების სასახკის ინფორმაციით, სამუზეუმო კოლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი საგანძურით შეივსო.
თქვენს წინაშეა ე.წ ათონური ხელოვნების ჯვარი. ბზის ხისგან მიკროსკოპული სიზუსტი გამოთლილი მაცხოვრის ჯვარცმისა და ნათლისღების სცენებით. ჯვრის კორპუსი ჩასმულია მოოქრულ ვერცხლში, ბრწყინვალე მინანქარში და გაფორმებულია კეთილშობილი ქვებით. თუმცა ამ ჯვარს აქვს გამორჩეული ისტორიული დატვირთვა- ის დიდ ქართველ მწერლებსა და დრამატურგებს გიორგი ერისთავსა და დავით ერისთავს ეკუთვნოდათ. გიორგიც და დავითიც სწორედ ამ ჯვრით მონათლუნან..
აღნიშნული რელიკვია კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლემ დავით ერისთავის შთამომავლებისაგან შეისყიდა, ძვირფასი ექსპონატი უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლის საგანძურში გამოიფინება. - ნათქვამია ხელოვნების სასახლის გავრცელებულ ინფორმაციაში.