ერმა, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მასწავლებლობა უნდა შესთავაზოს იმას, ვინც საუკეთესო ჰყავს, იმიტომ რომ სწორედ მასწავლებელი ქმნის მომავალს - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„ერმა, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მასწავლებლობა უნდა შესთავაზოს იმას, ვინც საუკეთესო ჰყავს, იმიტომ რომ სწორედ მასწავლებელი ქმნის მომავალს: კარგი - უკეთესს და პრობლემური - უარესს.
არ არსებობს ისეთი ფინანსური სასწორი, საზოგადოების განვითარებისთვის მასწავლებლის სარგებლობა რომ სრულად აწონოს.
მასწავლებელი იდეასა და განწყობას ქმნის.
ფული მიდის, ისინი კი რჩებიან“- წერს გია მურღულია.