დღესაც გელოდება ის, ვისთვისაც ანგელოზს მიემსგავსები - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„როცა თითქოს არაფერი გიწყობს ხელს, რომ თავი ბედნიერ ადამიანად იგრძნო, გაიხსენე ის, ვინც შენგან დახმარებას ელის - ღმერთი არავის ტოვებს ისე, რომ სიხარულის შესაძლებლობა არ მისცეს.
დღესაც გელოდება ის, ვისთვისაც ანგელოზს მიემსგავსები.
ზოგჯერ ვიღაცას მხოლოდ იმიტომ უჭირს, რომ თუნდაც მცირედით დაეხმარო და ამით შენი ღიმილი იპოვო.
არავინ არის ღმერთზე დიდი ან უკეთესი "სცენარისტი" - თუ კარგად მოვუსმენთ, ის ჩვენი ბედნიერების ამბავს გვიყვება.
მიეცი უფლება - დაგელაპარაკოს“,- წერს მურღულია.