"ემეგობრე ზომიერებას - ის უკეთ წარმოაჩენს სიმართლესაც, სიკეთესაც, სიყვარულსაც და თავისუფლებასაც",- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ცნება სახეს ვეღარ ინარჩუნებს, როდესაც გადაჭარბებას ემორჩილება.
ზომიერება სიკეთეს არ ამცირებს და სიყვარულს არ ასუსტებს — ორივეს იცავს იმისგან, რომ თავისი თავის საპირისპირო რაობად იქცეს.
ზღვარგადასულმა გამოხატვამ შესაძლოა თავად მათი არსება დააზიანოს.
სიტყვისა თუ ქცევის "ვნებიანი ზედმეტობით" არ დაამცირო ის, ვინც გიყვარს და ვისთვისაც სიკეთის გაკეთება გსურს - უკონტროლო გადაჭარბება ადამიანად ყოფნის მშვენიერების მტერია.
ემეგობრე ზომიერებას - ის უკეთ წარმოაჩენს სიმართლესაც, სიკეთესაც, სიყვარულსაც და თავისუფლებასაც."- წერს გია მურღულია.








