საქართველოს ერთ-ერთი პრობლემაა გაუნათლებლობა, ამაში დაბოღმილ, რევანშისტ ფსევდო-პროფესურას დიდი წვლილი მიუძღვით,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ერთ-ერთი პრობლემაა გაუნათლებლობა. ამაში დაბოღმილ, რევანშისტ ფსევდო-პროფესურას დიდი წვლილი მიუძღვით. ძალიან მეჯავრებიან ეს ნაცისტი სუბიექტები.
მაია ბითაძეს, გარემოს დაცვის ზეექსპერტს რომ უგვანოდ შეედავები, შენი აკადემიურობა იქ მთავრდება და ნაცნაძირალა ხარ, ვერ “პრავდები” .
შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტში თითის გაყოლებით მაინც ჩაიხედეთ "მცოდნენო"!” - წერს აბაშიძე.