შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე კლდის ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს.
პირველადი შეფასებით შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადსხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.
ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები“- წერია განცხადებაში.
შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი დღეს ჩამოიშალა.