18 სექტემბერს და 19 სექტემბრის ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (უმეტესად კახეთის რეგიონში), ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.