აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში,  ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე,  ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით ახალი საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას.

აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი.