84 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „სუხიშვილების“ ბალეტმეისტერი ინგა თევზაძე.

 ინფორმაციას თავად ანსამბლი ავრცელებს.

ინგა თევზაძე 1961 წლიდან იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, ამჟამად ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ სოლისტი. მის მიერ წარმატებით შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია „სიმდი“, „ხონგა“, „აჭარული“. 1990 წლიდან იყო ბალეტმეისტერი.

ინგა თევზაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი და საქართველოს დამსახურებული არტისტი.