საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

მან ხმა საბურთალოს ოლქში, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.


ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მუნიციპალური არჩევნების მნიშვნელობას და მოქალაქეებს მასში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.