ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა, ვაჟა მაღრაძემ, ხმა თელავის №2-ე საარჩევნო უბანზე მისცა. კანდიდატის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობა და განვითარება.
არჩევნებში მაღრაძის მთავარი ოპონენტი პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი ზაზა ჯაფარიძეა.
ცნობისათვის, თელავის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 54 949 ამომრჩეველი, გახსნილია 43 საარჩევნო უბანი.