საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილი სამი პაციენტიდან, ორის მდგომარეობა სტაბილურია .
საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, სამი პაციენტიდან ერთი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე რჩება.
"სამი ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, ორის მდგომარეობა სტაბილურია, პალატაში განაგრძობენ მკურნალობას. ერთი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება კრიტიკულად მძიმე პაციენტი," - აცხადებს მამუკა ოთიაშვილი.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.