ლეგენდის თანახმად, ერთ დროს თბილისი და მისი მიდამოები ტყით ყოფილა მოცული. ერთხელ აქ მეფე ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. მეფისა და მისი ამალის წევრებმა ხოხობი ააფრინეს. მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა და ორივე ფრინველი მალე თვალს მიეფარა. მეფე და მხლებლები იმავე მხრისაკენ წავიდნენ და დიდი ხნის ძიების შემდეგ ნახეს, რომ მიმინო და ხოხობი წყაროში ჩავარდნილიყვნენ და ჩაფუფქულიყვნენ

მეფეს მოახსენეს, რომ წყაროებს სამკურნალო თვისებები ჰქონდა. რის შემდეგ ვახტანგ გორგასალმა დაიწყო ქალაქის აშენება და მას, თბილი წყლების გამო, სახელად #ტფილისი უწოდა.

დღეს,V საუკუნეს დაარსებული ქალაქი თბილისი საქართველოს დედაქალაქია, სადაც დაახლოებით 1 108 717 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 143-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფია.