სტიქია უტევს ყვარლის მუნიციპალიტეტს. სტიქია ნახევარი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია რამდენიმე სოფელი – გრემი, ენისელი, საბუე, შილდა.
განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.
დაზიანდა თუ არა საცხოვრებელი სახლები, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.