დოლიძე: ჩვენ დაგვდევენ და ფარცხალაძე თავისი შავი ჯიპით დადის, ღმერთმა იცის რა ნებართვით

1589092155
ხელისუფლება ყველას თანასწორად უნდა მოგვექცეს"-ამის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, ამასთან მან საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო მოქალაქეების დაჯარიმებაზეც ისაუბრა და აცხადებს:
" ხელისუფლება ყველას თანასწორად უნდა მოგვექცეს, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს ეს დღის წესრიგი. აქ ჩვენ დაგვდევენ და მეორე მხრივ, ოთარ ფარცხალაძე დადის თავისი შავი ჯიპით სრულიად თავისუფლად და ღმერთმა იცის, რა ნებართვით.
ხელისუფლების მეორე სტანდარდი- ეს 3 ათასი ლარი თითო ოჯახზე, ეს არის 7 ათასი ოჯახი. 7 ათასი სიღარიბეში და სიღატაკეში ჩავარდნილი ოჯახი. თუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ადარდებს თითოეული მოქალაქე, ის არიგებს 1200 ლარს და დღეის მდგომარეობით 7 ათას ოჯახს უბიძგებს სიღარიბისკენ, თუ არ გადაიხდიან ამ 3 ათას ლარს დაუყადაღებენ იმ ანგარიშს, სადაც ხელფას, იმ 200 ლარს ელოდება ", - განაცხადა ანა დოლიძემ "შაბათის ფორმულაში".
ცნობისთვის, იმ პირობებში, როცა მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქუჩებში ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
ამასთან, კარანტინის, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარს შეადგენს.