დიანა ღურწკაია: როგორც ქართველი, ბოდიში მინდა მოვუხადო რუს დებს და ძმებს

1561378325
მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბელის სესიის ჩაშლის გამო, მომღერალმა დიანა ღურწკაიამ, რომელი რუსეთის ფედერაცია საზოგადოებრივი პალატის წევრია, რუსეთი მაცხოვრებლებს ბოდიში მოუხადა.
"მე დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა გითხრათ იმ კოლოსალურ განსხვავებაზე დემონსტრანტებსა და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ადამიანებზე.
ქუჩაში ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში ასწავლის და მითხრა: თუ ხელისუფლებას არ ეყოფა გონიერება, მაშინ მე მინდა ჩემი სახელით ბოდიში მოვიხადო.
და როგორც ქართველი, მეც ვუერთდები ამ სიტყვებს და მინდა ბოდიში მოვიხადო მართლმადიდებელი დების და ძმების წინაშე, იმისთვის რომ ღონისძიება ჩაიშალა.
ჩემი შვილის სისხლში ორი მართლმადიდებელი მოძმე ერის სისხლია, რომელმაც რწმენის გამო ძალიან ბევრი რამე გადაიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორ ერს ერთანეთს ვერავითარი პოლიტიკა ვერ გაყოფს“ - დიანა ღურწკაიამ tass.ru-სთან განაცხადა.
ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.
ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.
მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.
მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.
2019 წლის 21 ივნისს შსს-მ განცხადება გაავრცელა და გამოკითხვაზე ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაიბარა
მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.