იუსტიციის სახლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა.

🔷დღეიდან, სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადებების ჩაბარება და  პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.

 🔷აღნიშნული მომსახურების დამატებით იუსტიციის სახლი უკვე სრულად ფარავს ენერგოსექტორში არსებულ ყველა სერვისს.

 🔷იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას იუსტიციის სახლში უმასპინძლა და ახალი მომსახურების მუშაობის პროცესი ადგილზე გააცნო.

 🔷აღნიშნული სიახლის მიზანს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება წარმოადგენს. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით სემეკში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.

 🔷იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით, დღემდე, 90 982 მოქალაქემ ისარგებლა.