დღეიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ (პორტალი 12 აპრილიდან ამოქმედდება) ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით - 5300 შეკელს . ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტა - იგეგმება საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: განათლება: 🔹საშუალო სკოლა დამთავრებული; 🔹სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. 🔹ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ზოგადი მოთხოვნები: • საქართველოს მოქალაქე; • ასაკი: 25-დან 45 წლამდე; • სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ; • ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; • ნასამართლეობის არ მქონე; • ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე; • არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; • არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; • კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში; • კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით). დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505. დროებითი ლეგალური დასაქმება საქართველოსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ვრცლად: http://stratcom.gov.ge/s/58cd4 #დასაქმება2021 #ჯანდაცვა2021