მე ბევრი ადამიანი დავკარგე. სხვათა შორის, ბევრმა მხოლოდ იმიტომ დამკარგა, რომ დალევა შევწყვიტე,- ამის შესახებ ცნობილი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია სოციალურ ქსელში წერს.
„ცხოვრება ასეთია. მე ბევრი ადამიანი დავკარგე. სხვათა შორის, ბევრმა მხოლოდ იმიტომ დამკარგა, რომ დალევა შევწყვიტე. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც ვირჩევდი, საჭმელი მეყიდა, თუ ღვინო. დროდადრო ემოციების კონტროლი ვისწავლე. ალკოჰოლის გარეშე ამას უკეთ ვაკეთებ. ახლა ძალიან ფოკუსირებული ვარ“.