პრესტიჟულ რესტორანში ჩემი შეშვება, ჩაცმულობის გამო არ უნდოდათ, მაგრამ რომ გაიგეს შიგნით ჩამოკიდებული მიქელანჯელოს შეძენაც შემიძლია, უცებ საპატიო სტუმარი გავხდი - ამის შესახებ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია სოციალურ ქსელში წერს.
"სხვების ჩაცმაზე უფრო ბევრს ვფიქრობ, ვიდრე საკუთარზე. ჩემთვის მთავარია კომფორტულად ვიყო. ძალიან მიყვარს ძველი ტანსაცმელი და ზოგადად ძველებური რაღაცები.
[2021 წელს]პარიზის „სუპერ პრესტიჟულ“ რესტორანში, სადაც მდიდარი ხალხი სმოკინგებით დადის, ჩემი შეშვება არ უნდოდათ, მაგრამ როცა გაიგეს რომ შიგნით ჩამოკიდებული მიქელანჯელოს შეძენაც შემიძლია, უცებ საპატიო სტუმარი გავხდი. სოციუმი იმდენად დაცემულია, რომ ჩაცმულობით განგსჯიან, შეგიძლია თუ არა „პრესტიჟულ“ რესტორანში ივახშმო"- წერს დემნა გვასალია.