საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია ჭიღლაძე "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში მრევლისა და სასულიერო პირების მხრიდან COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული ზომებისადმი დამორჩილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
დეკანოზის მოსაზრებით, ეკლესიის გადაწყვეტილებას, არ დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობის წესებს, ხელი შეუწყო მთავრობის ორჭოფობამ " ერთგვარი დაბნეულობა და მოუმზადებლობა აისახა იმაში რომ მთავრობის პოზიცია თავიდანვე არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ეხებოდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის წესები ეკლესიას. თავიდან პრემიერმა განცხადა, რომ ეხებოდა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ არ ეხებოდა. როდესაც ხელისუფლება იჩენს ორჭოფობას, სისუსტეს თუ ჩამოუყალიბებლობას, მაშინ კანონის აღსრულებას ყოველთვის შეექმნება პრობლემა. მაგრამ ის, რომ უნდა აღსრულდეს კანონი, რომელიც ეხება საზოგადოების და ერის უსაფრთხოებას, გარკვეული შეზღუდვები დროებითია და ეს არ ეხება რელიგიის წინააღმდეგ არც დევნას, არც ღვთის უარყოფაა, არამედ გარკვეული დროის მანძილზე გარკვეული რეჟიმის დაცვა, რაც ჩემი აზრით, სავსებით ბუნებრივი და აუცილებელია,"- განაცხადა დეკანოზმა.