"უნდა იყოს შესწავლილი, ის მიზეზები და გარემოებები, რამაც გამოიწვია ციანიდის საქმის დაკვეთა და აღსრულება, ეს კომისია უნდა იყოს ღია, დახურულმა რაც გამოიწვია, სახეზეა', - ამის შესახებ 7 წლიანი პატიმრობიდან  გათავისუფლებულმა ე.წ ციანიდის საქმეში მასჯავრდადებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ Post Factum-თან ინტერვიუში განაცხადა.

 "... გათავისუფლების შემდეგ არ მინახავს ბათუმის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი დიმიტრი, არცერთი სასულიერო პირი, თუ არ ჩავთვლით ჩემს მოძღვარს, რომელიც სახლში მოვიდა, ისიც მე დავურეკე და ზიარება ვთხოვე. 2024 წელს დიდ ხუთშაბათს მინდოდა ბათუმის საკათედრო ტაძარში მისვლა, რაზეც მიტროპოლიტმა უარი განაცხადა, არ მოვიდეს ტაძარშიო. ციხის მოძღვართან არ მქონია შეხება. მეუფე პეტრე და მამა ანდრია სარია თუ მოვიდოდნენ... ჩემ ზიარებასთან დაკავშირებით უცნაური რამ მოხდა. დაკავებისთანავე მეუფე იაკობმა აკრძალა ჩემი ზიარება, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამას მოჰყვა ის, რომ ზიარების აკრძალვასთან ერთად თითქოს ამეკრძალა მღვდელმოქმედებაც. ზიარების უფლება აღმიდგინეს, როცა ცუდად გავხდი ღუდუშაურის კლინიკაში. გათავისუფლების შემდეგ მე გადავდგი რამდენიმე კანონიკური ნაბიჯი და ვითხოვ, რომ ამოქმედდეს 2017 წლის სინოდის გადაწყვეტილება, რომელმაც განაჩინა, რომ შეიქმნებოდა ციანიდის საქმის შემსწავლელი კომისია, რომლის ფარგლებშიც გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, მათ შორის ჩემ წინააღმდეგ დაშვებულ კანონიკურ დარღვევებს და უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს შესწავლილი, ის მიზეზები და გარემოებები, რამაც გამოიწვია ციანიდის საქმის დაკვეთა და აღსრულება, ეს კომისია უნდა იყოს ღია, დახურულმა რაც გამოიწვია, სახეზეა" - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.