ვეტერინარი დავით ნანობაშვილი “მაუწყებლის” ეთერში აცხადებს, რომ ჰასკის ჯიშის ძაღლებს მოზღვავებული ენერგია აქვთ, რომელიც სეირნობის დროს უნდა დახარჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადადის სახლისა და ნივთების დაზიანებაზე.
“სანამ ძაღლს და მათ შორის გასკს იყიდი, უნდა დაფიქრდე, გაქვს კი საშუალება მატერიალურ-ტექნიკური, ან ოჯახური პირობები, რომ იყოლიო ასეთი სპეციფიური ჯიში. სახლში რომ ჩაკეტავ და ორ დღეში ერთხელ რომ გაასეირნებ, მაგას მოყვება მისი მწვავე ენერგიიდან გამომდინარე სახლის დაზიანება, ნივთების დაზიანება. იტყვიან, აი, ცუდი ძაღლია! ცუდი ძაღლი კი არა, ცუდი პატრონია! ძაღლი რა შუაშია?! “- განაცხადა დავით ნანობაშვილმა. ვეტერინარი ასევე განმარტავს, იმ მიზეზებსაც, რომლის გამოც აღნიშნული ჯიშის ძაღლები ქუჩაში მომრავლდნენ. “ჯიში [ჰააკი] დაღუპა თვალებმა და ვიზუალმა. ქართველები ზოგაგად ძალიან უცნაური ერი ვართ, ჯერ ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ. ჰასკი საკმაოდ სპეციფიური ჯიშია, ეს არ არის ოთახის ძაღლი, რომელსაც დადებ და იქნება. მას ჭირდება გასეირნება და მოვლა. ჩვენ ცოტა ზარმაცი ერი ვართ, ამ ჯიშს კი სჭირდება ინტენსიური გასეირნობა, ვარცხნა, მოვლა, ბევრი ნიუანსები რაც დროს მოითხოვს. ბავშვებს უყუდიან, უი ლამაზია… მერე აღმოაჩენენ, რომ უი ბეწვი სცვივა, სეირნობა ჭირდება, თან ისეთი ჯიში არაა, რომ გაუშვებ და გაივლის თავისით, ყურადღება ჭირდება, რომ არ გაიქცეს. პატრონები ზიან, ტელეფონში არიან, აუშვებენ და ჰგონიათ დაბრუნდება ძაღლი თავად. მერე ძაღლი ან ბრუნდება ან არა, ან პოულოვენ ან ვერა. ძირითადად დაჩიპულები არ არიან, ამოტომ ვერ პოულობენ პატრონებს”, – განაცხადა დავით ნანობაშვილმა.