საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, სიე ბინ შუნსა და მეცნიერ-მკვლევარს, კურატორს ლიუ დანის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი შანსის მუზეუმის უნიკალური კოლექციის, ძვ. წ. III ათასწლეულის ჩინური ბრინჯაოს არტეფაქტების გამოფენის საორგანიზაციო საკითხები. დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ეტაპიც.
გამოფენას საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიმდინარე წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.