„ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მომაყენა, გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები,“ — განაცხადა სტიქიას გადარჩენილმა მოწალაქე დავით ჯელაძემ ტვ "ფორმულას" ეთერში ჩართვისას, რომელიც გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი,“ — თქვა კობახიძემ სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე, სადაც ჩანს, რა გზა გაიარა მის დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში