„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ რეგიონებში გადის, – ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თეატრის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაღაცნაირად დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. ჯერ ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, დაკავებულებს თავდებში დაუდგა მთელი თეატრი, მთელი ქართული კულტურა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია.

„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მეგობრები, ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ. ნუ წახვალ იქ, მოდი აქ”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.