ბუდუ ზივზივაძის დედამ, რუსუდან გეგეშიძემ "პრაიმშოუში" მის შვილის ბავშვობაზე ისაუბრა.  

"ჩვენთან ბინის წინ სტადიონია და როგორც ყველა ბიჭი იქ ფეხბურთს თამაშობდა ხოლმე. მერე მეზობლებმა გვითხრეს ამას რაღაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს და პროფესიონალს აჩვენეთო. ჩვენც წავიყვანეთ "ტორპედოსთან" არსებული "იმედის" სკოლა იყო და წავიდა და წავიდა აქედან. მე დამყავდა ვარჯიშებზე, იმიტომ რომ მამა მუშაობდა, არ გაგვიცდენია არცერთი ვარჯიში, მიუხედავად იმ 90-იანი წლების საშინელი პირობების. ცალ ხელში შეშა მეჭირა და მეორე ხელში ბუდუ, სტადიონამდე ფეხით მივდიოდით და უკანაც ფეხით.  არცერთი ვარჯიში არ გაგვიცდენია. ვუწყობდი ხელს ყველანაირად, ეს იყო მისი ოცნება.   არ მეგონა ამდენს თუ მიაღწევდა და მადლობა მას ამ შრომის დაფასებისთვის"- განაცხადა რუსუდან გეგეშიძემ.