თბილისის მერმა კახა კალაძემ პროექტის "თბილისის ცის ქვეშ" პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ "ფონდი ქართუს"დაფინანსებით ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა. 

"ძალიან მალე ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ბოტანიკური ბაღისა და წავკისის წყლის ხეობაში გაკეთდება ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რომელიც იქნება ასევე თანამედროვე სტანდარტების. მგონია რომ ეს ამ კონკრეტულ ადგილს მისცემს დიდ შესაძლებლობას, რომ ის წორედ იქნეს გამოყენებული. ამ პროექტს საჩუქრად "ფონდი ქართუ" უკეთებს. მადლობა მინდა გადავხუხადო ბატონ მიძინას", - განაცხადა კახალა კალაძე.