თბილისის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა  დაცვის  საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია  საბავშვო - გასართობი ღონისძიებები.

ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება "რანინას" კონცერტი.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე - კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი,  16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

 დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:

17:00-21:30 სთ

❖ საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა;

❖ ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;

❖ ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;

❖ ბროშების დამზადების სადგური;

❖ მეზღაპრის კუთხე;

❖ თითების თეატრის წარმოდგენები;

❖ VR  სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;

❖ საპნის ბუშტების შოუ;

❖ ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;

❖10-მდე საბავშო-გასართობი  სადგური;

❖საბავშვო ატრაქციონები;

❖ მინი გოლფი;

❖სკეიტ შოუ;

❖ფოტოზონა-გიფერი;

❖დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;

❖ზღაპრის გმირები;

❖18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი  „ჟოზე“;

❖20:00- რანინას კონცერტი

დასწრება თავისუფალია!