ბათუმში უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„ბათუმში, სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად რიგ ქუჩებზე პრობლემები შეიქმნა. ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება. ასევე ძლიერი ქარის გამო დაზიანდა და წაიქცა ხეები. მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“- ნათქვამია ინფორმაციაში.