ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან გააძევეს. - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
როგორ გამოცემა წერს "მისი მეგობარი, ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე ღამით გაიყვანეს თურქეთში.
„ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“, – წერს ნინო კაკულია. „ბათუმელებთან“ კი ნინო კაკულია ამბობს, რომ მას დღეს, 11 ივნისს, 8:00 საათზე დაუკავშირდა თემურ ქათამაძის მეგობარი თურქეთიდან და შეატყობინა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთშია.
„თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა მეგობარმა მითხრა, რომ მას დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან და უთხრეს, რომ თემურ ქათამაძე იქ იმყოფებოდა. მე ეს ამბავი გამაგებინეს თემურის თხოვნით."
შეგახსენებთ, 2025 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი გაფარ ილმაზიზი, იგივე თემურ ქათამაძე „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა.
ასევე, , 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
2025 წლის 9 მაისს "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე, საქართველოდან არ გააძევებენ