საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვებთან დაკავშირებით გამოძიებაა დასაწყები. როგორც მან კანდიდატების მოსმენაზე განაცხადა, მსგავსი ტენდერების ჩატარება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში კორუფცია არსებობს.
"ვფიქრობ, რომ შესყიდვებთან დაკავშირებით გამოძიებაა დასაწყები. პირდაპირ დაასახელა სახელმწიფო აუდიტმა რამდენიმე კომპანია, რომელთანაც პრაქტიკულად ფორმდება შესყიდვები ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ერთ პრეტენდენტიანი შესყიდვები 48%-ს შეადგენს. წარმოიდინეთ, ამხელა თანხაზეა საუბარი. 52 მილიონ ბიუჯეტზეა საუბარია და საკმაოდ დიდია შესყიდვების ნაწილი ამ ბიუჯეტში. მთელი შესყიდვების ნახევარი ხდება ისეთ პირობებში, როდესაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს ტენდერში. ამას უკვე ტენდერი აღარ ჰქვია, როდესაც მარტო ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს.
საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუცხადებია 3 მილიონიანი ტენდერები. ასეთი ტენდერები იმდენად დიდი მასშტაბისაა, რომ საერთაშორისო კომპანიებს მონაწილეობის დიდი ინტერესი აქვთ. ჩვენ რას გვეუბნება საზოგადოებრივი ამუწყებელი, რომ ერთი კომპანია ვერ ნახა, რომელმაც 3 მილიონიან ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღო?! ეს ხომ დაუჯერებელი ამბავია. სხვათა შორის, აუდიტმა ისიც შეისწავლა, თუ საიდან მოდის ეს ერთ პრეტენდენტიანი შესყიდვები. შესყიდვები მოვიდა იქიდან, რომ კონკურსი ცხადდება ძალიან დეტალური ტექნიკური მახასიათებლებით და არასათანადო ბაზრის კვლევით. ასეთი მანიპულირება ზოგადად საქართველოში ტენდერების პრობლემასა და ქვეყანაში კორუფციის არსებობას მიუთითებს",-განაცხადა პატარაიამ.