სოციალურ ქსელში ამ წუთებში ვრცელდება ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაახლოებით ოთხამდე სახანძრო მანქანა  მივიდა შემთხვევის ადგილას. იქ მცხოვრებლებმა "აიპრესს" განუცხადეს, რომ ხანძარი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

"ბავშვები მყავდა სახლიდან წაყვანილი და ჩემმა მეუღლემ შემატყობინა მომხდარის შესახებ." - განაცხადა იქ მცხოვრებელმა "აიპრესთან" საუბრისას.

დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ბაგების სტუდქალაქში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით "აიპრესთან" კომენტარს აკეთებს.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, ამ წუთბში შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 4 ავტოცისტერნა, მოსახლეობა მთლიანად ევაკუირებულია, ცეცხლი ლოკალიზებულია, მაგრამ არა ლიკვიდირებული.

როგორც სააგენტოში გაგვიცხადეს ხანძარი ლიფტის შახტას გაუჩნდა.

გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.