ძალიან ფრთხილად იყავით, თბილისის საშაურმეებში კვლავ დაავადებულ ხორცს მოიხმარენ. - წერს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

 დღეს ერთში გამოვლინდა, მაგრამ სხვებშიც არ ვართ დაზღვეული. გლდანში ბდებარე საშუარმე ,,ბალუს" შაურმაში ტრიქინელოზი დადასტურდა. ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო