მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მოწვეულ იქნენ კანდიდატები, რომელთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნა 8 კანდიდატი: ზურაბი აზნაურაშვილი; დავით ახალაური; ალექსანდრე კობაიძე; რაჟდენი კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია; ბადრი ნიაური; მალხაზ რაშოიანი; ვაჟა ჯანყარაშვილი.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 2023 წლის 6 თებერვალს, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება 3 კანდიდატი: ზურაბი აზნაურაშვილი; რაჟდენი კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისთვის საკონკურსო კომისიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების წარდგენიდან 1 კვირის ვადაში ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთს ნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ან მოტივირებულ უარს აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე აღნიშნულ კანდიდატთაგან რომელიმეს დანიშვნაზე, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და “ სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მოწვეულ იქნენ კანდიდატები, რომელთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნა 8 კანდიდატი: ზურაბი აზნაურაშვილი; დავით ახალაური; ალექსანდრე კობაიძე; რაჟდენი კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია; ბადრი ნიაური; მალხაზ რაშოიანი; ვაჟა ჯანყარაშვილი.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2016 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 2023 წლის 6 თებერვალს, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება 3 კანდიდატი: ზურაბი აზნაურაშვილი; რაჟდენი კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისთვის საკონკურსო კომისიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების წარდგენიდან 1 კვირის ვადაში ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთს ნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ან მოტივირებულ უარს აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე აღნიშნულ კანდიდატთაგან რომელიმეს დანიშვნაზე, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და “ სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საკონკურსო კომისიის 2023 წლის 10 იანვრის დებულების შესაბამისად, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.