თეოლოგი გიორგი ანდრიაძე, "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ძალების მიერ მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაცია. ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხში სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა ჩაერიოს.
"მიმდინარეობს ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას. მარტო საქართველოში არა თან, ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ. ამას ელჩები ისმენენ, თარგმნიან და აგზავნიან. იყო ერთი 5 წლის წინ კათოლიკურ ეკლესიაში მსგავსი კამპანია და დამთავრდა, ჩაეტია რაღაც დროში. საბერძნეთის ეკლესიის წინააღმდეგ იყო ასევე და 3 თვეში დასრულდა. აქ კიდე არ მთავრდება. რას აკეთებს სახელმწიფო? მე პრეტენზია მაგასთან მაქვს, რისთვის არსებობს ეს უშიშროება ვერ გავიგე. მაგათ ძალიან კარგად იციან სადან მოდის ეს. შემოსულია გრანტები დააფინანსეს, შექმნეს რაღაც თეოლოგთა ასოციაცია, ასეთი რამე გაგიგიათ? რისი თეოლოგები არიან მაინტერესებს უბრალოდ. ვინ მისცა ეს საბუთი?! რა სინოდის კომისია გადაწყვეტს მამალაძის საკითხს? სახელმწიფოს უნდა მივაწვეთ, ეგ არის ვალდებული ყველაფერზე. სირაქლემასავით რომ ჩაუყვიათ თავი და ამდენიხანი რომ მსგავს სიბინძურეს უსმენენ, ხო უნდა დაამთავრონ არა?! გამოიძიონ. მასმედიასაც აქვს პასუხისმგბელობა, შექმენით კომისია და გამოიძიეთ!" - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.