ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება - ყველა დაიწყო წვეულებებიდან და სუფრებიდან
1618223792
"ყველა ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, გაუარესებულია".
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედერებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი მონაცმებით, ქვეყანაში გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც, პირდაპირ გეტყვით, მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რკეომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მანვე მიმართა, მოსახლეობას, ყველამ დაიცვას ის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც ყოველთვის ჟღერდება ჯანდაცვის სექტორის მიერ: პირბადის უნივერსალური ტარება, დისტანცია, სანიტარული წესრიგი და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება.
„შეიძლება თავი მოგაწყინეთ, მაგრამ ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, როგორმე უნდა მოვითმინოთ და გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. და რა თქმა უნდა, მეხუთე, დღეს მთავარი - იმუნიზაციის მეტად გააქტიურება. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას. ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ უფრო მეტად დამშვიდებულები, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.




