"ჩვენი პროფესიული განათლება ძალინ კარგად ვითარდება, შარშან რეკორდული რაოდენობა გვყავდა სტუდენტების, 10 ათასმა ბავშვმა აირჩია პროფესიული განათლება", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა "მთავარი თამარ ჩიქოვანთან" განაცხადა. 

"მე პირადად ჩემ შვილს, საყვარელს, ნიჭიერს და კარგს, კომაროვის სკოლის მოსწავლეს ვეუბნები, პროფესია ნახე შვილო, რამე კარგი ხელობა, რომ გესიამოვნება, მოგეწონება და თუ გინდა უმაღლესი დაივიწყე. თუ მოგინდება აკადემიური მიმართულებით კი ბატონო, მაგრამ...

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ერთი პროფესიის დრო დამთავრდა. დღევანდელი სტუდენტები ნიჭიერები და ჭკვიანები არიან. სწავლობენ იურიდიულზე, თან კომპიუტერული კურსი აქვს გავლილი, რამდენიმე კურსი აქვთ გავლილი. ათობით სერთიფიკატი აქვს მე-3 და მე-4 კურსელს. ეს არის სწორი გზა, უნივერსალური ჯარისკაცები სჭირდება დღევანდელობას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.