ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 4 აგვისტოს, 21:35 საათზე (აირზენას რეისით), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
„4 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი. ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიური თამაშები 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.
ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა ლაშა ბექაურმა, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე.
ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 4 აგვისტოს, 21:35 საათზე (აირზენას რეისით)“, - წერია ინფორმაციაში.